საპროკურორო საბჭოს ახალი წევრები

პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ახალი პროკურორი წევრები აირჩიეს. საუბარია სამ პირზე – ია ჩხეიძეზე, შოთა კვაჭანტირაძეა და ვანო ოქროპირიძეზე. სამ პროკურორ წევრს – შოთა ტყეშელაშვილს, ეკატერინე ხარებავასა და ალექსანდრე მუყასაშვილს, ვადის გასვლის გამო, საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილება შეუწყდათ. საბჭოს სხდომაზე ხაზი გაესვა საპროკურორო საბჭოს კანდიდატების კვალიფიკაციას, მრავალწლიან გამოცდილებას.

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საპროკურორო საბჭოს შემადგენლობაში არჩეულ 15 წევრს შორის რვა პროკურორია, რომელთაც ფარული კენჭისყრით ირჩევს საქართველოს პროკურორთა კონფერენცია. საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა ოთხი წელია.