საპროცესო შეთანხმება – შეფასებები
2024 წლის აქციებზე და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ პირთა მხრიდან დანაშაულის აღიარება და პროკურატურასთან დადებული საპროცესო გარიგებები პოლიტიკური შეფასებების თემაა.
შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს – გიორგი ჩახუნაშვილსა და ზაქრო ალბუთაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. მათ დანაშაული აღიარეს. ჩახუნაშვილი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.
დანაშაულის აღიარებისა და მონანიების საფუძველზე, უახლოეს მომავალში გათავისუფლდება ნიკა გვენცაძეც, რომელიც სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვისაა მსჯავრდებული.
პროკურატურა მზად არის, დანაშაულის აღიარებისა და მონანიების შემთხვევაში, საპროცესო შეთანხმება ძალადობრივ პროცესებში მონაწილეობისთვის მსჯავრდებულ სხვა პირებსაც გაუფორმოს.