საპროცესო შეთანხმება – შეფასებები

12:18, 09.10.2026

4 ოქტომბრის საქმის მონაწილეებისა და ლიდერების მხრიდან საპროცესო შეთანხმების მოთხოვნა და გაფორმება კვლავ შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ნაწილმა უკვე დატოვა საპატიმრო, ნაწილი კი გათავისუფლების მოლოდინშია, მათ შორის ლიდერებიც. ამ დრომდე საპროცესო შეთანხმება ოფიციალურად არ მოუთხოვიათ და საპატიმროში რჩებიან პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე და ირაკლი ნადირაძე.

ოპოზიციის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმება ინდივიდუალურად გადასაწყვეტი საკითხია, თუმცა, ერთადერთი გზაა პოლიტიკური ტყვეობიდან დასაღწევად. მმართველი გუნდი ციხეში მყოფ ოპოზიციური პარტიის ლიდერებს ურჩევს, საპროცესო შეთანხმება გააფორმონ და თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდნენ.

მსგავსი