საპროცედურო კომიტეტის სხდომა
საკონსტიტიციო სარჩელზე ხელმომწერი დეპუტატების ხელმოწერების ნამდვილობა განიხილეს და დაადასტურეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე. სარჩელი, რომელიც პარტიების აკრძალვას ეხება, დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მომზადდა. კონსტიტუციური სარჩელით, რომელსაც ხელს „ქართული ოცნების“ დეპუტატებთან ერთად, „ხალხის ძალა“ და „ევროპელი სოციალისტები“ აწერენ, მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო – ლელოს“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.