რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. პირველ ტურში ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, ჯორჯე სიმიონმა გაიმარჯვა. მან ხმების 40.6 პროცენტი მიიღო. მეორე ადგილზეა ბუქარესტის მერი, ნიკუშორ დანი – 21 პროცენტით. 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. მეორე ტური 18 მაისს ჩატარდება.
შეგახსენებთ, ჯორჯე სიმიონი ეწინააღმდეგება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას და კრიტიკულად არის განწყობილი ევროკავშირის მიმართ.
თიკა მიგინეიშვილი დეტალებით.