საპოლიციო ღონისძიებები ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ

12:14, 23.02.2026

შსს-მ კუსტარული ნარკოლაბორატორია, ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის განკუთვნილი სამი სათბური და უპრეცედენტო რაოდენობის – 28 კილოგრამამდე მეტადონი აღმოაჩინა. თბილისსა და რეგიონებში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მორიგი საპოლიციო ღონისძიებები ჩატარდა. დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფულადი თანხა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი