საპარლამენტთაშორისო კავშირის 145-ე ასამბლეა რუანდაში

საპარლამენტთაშორისო კავშირმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. ერთ-ერთი მხარდამჭერი საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია იყო. დოკუმენტი ჩილესა და სამხრეთ ამერიკის ჯგუფმა მოამზადა. რეზოლუცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს საომარი მოქმედებები უკრაინაში, პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და საერთაშორისო სამართლის ნორმებს. უკრაინის რადას თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. ქართული დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, საპარლამენტთაშორისო კავშირის 145-ე ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობს, რომელიც რუანდის დედაქალაქში იმართება. შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის მონაწილეებს სიტყვითაც მიმართა.