საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში – შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

15:08, 18.04.2022

უკრაინაში ვიზიტს აფასებს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელიც კიევიდან თბილისში გუშინ დაბრუნდა. დეპუტატების თქმით, მიზანი უკრაინისადმი სოლიდარობის გამოხატვა და ასევე იმ გაუგებრობების ამოწურვა იყო, რაც ბოლო პერიოდში საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებებს შორის წარმოიშვა. საქართველოს დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, უკრაინის რადას სპიკერს შეხვდა და ირპენსა და ბუჩაში არსებულ მძიმე ვითარებას გაეცნო.

მსგავსი