საპარლამენტო არჩევნები სერბეთში – გამოხმაურება
სერბეთის არჩევნების შედეგებს ევროპელი ლიდერები ეხმაურებიან და სერბ ხალხს პარტია „სტუდენტური სიის“ გამარჯვებას ულოცავენ. ევროკომისიის პრეზიდენტისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ერთობლივი განცხადებით, ისინი მზად არიან, სერბეთთან ქვეყნის ეროვნული მომავლის ასაშენებლად ითანამშრომლონ.
„ევროკავშირის კარი ღიაა და ჩვენ მზად ვართ, ერთად წავიდეთ წინ“– წერს გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი სოციალურ ქსელში. „სტუდენტურ სიას“ გამარჯვებას ულოცავს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარიც და აცხადებს, რომ ბუდაპეშტი მათ გვერდით დგას. „სერბეთის ქუჩებში ზეიმი დაიწყო. ნაცნობი სიტუაციაა, არა?“ – წერს პეტერ მადიარი.