საპარლამენტო არჩევნები უნგრეთში – მადიარის გამარჯვება
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა. ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობა დასრულდა. ხმების 98 პროცენტის დათვლის შემდეგ, პარტია „ტისამ“ ხმების 53 პროცენტი მოიპოვა და, სავარაუდოდ, 199 საპარლამენტო ადგილიდან 138-ს მოიპოვებს, რაც ორი მესამედის ზღვარს გადააჭარბებს. ორბანის მმართველმა ალიანსმა, „ფიდესის“ ლიდერობით, ხმების 37.8 პროცენტი მიიღო და, სავარაუდოდ, 55 ადგილს მოიპოვებს. წინასწარი მონაცემების მიხედვით, საარჩევნო უბნებზე დაახლოებით 8 მილიონი ამომრჩეველი მივიდა – აქტივობამ 77.8 პროცენტს მიაღწია, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.
ბუდაპეშტში მხარდამჭერებისადმი მიმართვისას, გამარჯვებული პარტიის ლიდერმა, 45 წლის პეტერ მადიარმა თქვა, რომ ეს იყო გამარჯვება, რომელიც „უნგრეთის ყველა ფანჯრიდან ჩანს“. „ფიდესის“ ყოფილი წევრი, პიტერ მადიარი, 2024 წელს გამოეყო ორბანის პარტიას. მან ვიქტორ ორბანის მთავრობა კორუფციაში და ეკონომიკურ სტაგნაციაში დაადანაშაულა.