საპარლამენტო არჩევნები სომხეთში

სომხეთში ხვალ საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. დაძაბული საარჩევნო კამპანიის დასასრულს პარტიებმა ამომრჩეველთან ბოლო შეხვედრები გამართეს. მმართველმა პარტიამ ერევნის ცენტრში მრავალრიცხოვანი აქციაც მოაწყო. მთავარ კონკურენტებად მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის პარტია და სომეხი ბიზნესმენის, სამველ კარაპეტიანის „ძლიერი სომხეთი“ ითვლებიან. არჩევნების წინ სომხეთის მოქმედ ხელისუფლებას მხარდაჭერა გამოუცხადა ევროკავშირმა და აშშ-მა.

ლევან ახალაია ჩაგვერთვება თემის დეტალებით ერევნიდან.