საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - გამოხმაურება

ევროპელი ლიდერები სომხეთის პრემიერს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი წერს, უაღრესად აფასებს პარტნიორობას დემოკრატიულ სომხეთთან, რომელიც სულ უფრო უახლოვდება ევროპას. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა წერს, რომ სომხეთის ხალხმა ხმა მისცა მშვიდობას, სტაბილურობასა და მეზობლებთან და მსოფლიოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე აგებულ მომავალს. ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმაც.