სომხეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგები ცნობილია. ცესკო-ს მონაცემებით, ნიკოლ ფაშინიანის მმართველმა პარტია „სამოქალაქო კონტრაქტმა“ ხმების 49,8% მიიღო, მეორე ადგილს სამუელ კარაპეტიანის „ძლიერი სომხეთის“ ალიანსი 23,3%-ით იკავებს. მესამე ადგილზე კი რობერტ ქოჩარიანის ალიანსი თითქმის ათი პროცენტით გავიდა. გაგიკ წარუკიანის „აყვავებულმა სომხეთმა“ 3.99 % მიიღო, რაც ბარიერის გადასალახად საკმარისი არ არის. სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეს მონაცემები წინასწარია და წინ კიდევ არის კორექტირებისა და გადათვლის ეტაპი, რომლის ფარგლებშიც ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ შედეგები ერთი ხმის სიზუსტით დადგინდეს.