სომხეთში დღეს ე.წ. სიჩუმის რეჟიმია – მეზობელ ქვეყანაში ხვალ საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. მთავარი პოლიტიკური დაპირისპირება ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო გუნდსა და ოპოზიციურ ალიანს „ძლიერ სომხეთს“ შორის მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ლიდერი, ბიზნესმენი სამველ კარაპეტიანი, შინაპატიმრობაშია. კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე პოლიტიკური ტემპერატურა იმის გამოც აიწია, რომ სამართალდამცველებმა ამავე პარტიის ექვსი კანდიდატი დააკავეს.
საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, საქმე ამომრჩევლის მატერიალურ წახალისებასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრებას ეხება.
ვინ მოიპოვებს უმრავლესობის ნდობას ქვეყანაში, სადაც მთავარ გამოწვევად საგარეო კურსი, უსაფრთხოება და ეკონომიკური სტაბილურობა სახელდება – ლევან ახალაია და ლუკა გოცაძე მუშაობენ ერევანში.