მოლდოვაში გასამართი საპარლამენტო არჩევნები, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, როგორი იქნება ქვეყნის საგარეო კურსი. 101-ადგილიანი პარლამენტისთვის ხვალ 15 პარტია, ოთხი კოალიცია და ოთხი დამოუკიდებელი კანდიდატი იბრძოლებს. წინასწარი გამოკითხვები აჩვენებს, რომ ძირითადი დაპირისპირება ორ პოლიტიკურ ძალას შორის იქნება – მოქმედი პრეზიდენტის, მაია სანდუს პროევროპულ პარტიასა და ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის ხელმძღვანელობით მოქმედ პრორუსულ ბლოკს შორის.
ქვეყნის ხელისუფლება, წინასაარჩევნო პერიოდში, აქტიურად საუბრობდა რუსეთის მხრიდან ჩარევების შესახებ, რომელიც მოიცავს ამომრჩეველთა მოსყიდვასა და დეზინფორმაციის გავრცელებას. პარალელურად, მოლდოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რამდენიმე პარტიასა და ბლოკს არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა.