საპარლამენტო არჩევნები ისრაელში

12:22, 28.10.2026

ისრაელში საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ხმების 66 %-ის დათვლის შემდეგ, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მხარდამჭერი ბლოკი ქნესეთში 56 მანდატს მოიპოვებს, მის მოწინააღმდეგე ბლოკს კი 48 მანდატი აქვს. მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის აუცილებელი 61 მანდატი ამ ეტაპზე ვერც ერთმა ბლოკმა ვერ მოიპოვა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საბოლოო შედეგებს ელოდება.

მსგავსი