საომარი მოქმედებების 44-ე დღე - „მოამბე“ უკრაინიდან

„მოამბე“ განაგრძობს უკრაინაში მუშაობას. ჩვენი გადამღები ჯგუფი რატი ხვისტანი და ოპერატორი დავით ცირიკიძე კიევის ოლქში იმყოფებიან. მათ საკუთარი თვალით ნახეს რა ვითარებაშია რუსული საოკუპაციო ძალებისგან გათავისუფლებული ირპენი და ბუჩა. რუს სამხედროებს დაკავებული ჰქონდათ ქალაქი სლავუტიჩიც, სადაც ოკუპაციის წინააღმდეგ მოქალაქეების მიერ გამართული აქცია რუსებმა იარაღის გამოყენებით დაშალეს. გარკვეული დროის განმავლობაში გატაცებული იყო ქალაქის მერიც.