საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინაში ომი გრძელდება – რუსეთის მიერ კრამატორსკზე სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა ათი, დაშავდა 61 ადამიანი. მსხვერპლთა შორის სამი ბავშვია. რაკეტა ქალაქის ცენტრში მდებარე ხალხმრავალ რესტორანს დაეცა. დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, დაღუპულთა შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავებულთა შორის კი სამი უცხო ქვეყნის მოქალაქე. „წინასწარი ინფორმაციით, ადამიანები კვლავ რესტორნის ნანგრევების ქვეშ იმყოფებიან – სამაშველო სამუშაოები კი გრძელდება. შემთხვევის ადგილზე მაშველებმა ოპერატიული შტაბი განათავსეს დაშავებულების საჭირო სამედიცინო დახმარების ჩასატარებლად. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომხდარის შესახებ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაშიც ისაუბრა.