საომარი მოქმედებები უკრაინაში

ბოლო ცნობები უკრაინიდან. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. არსებული ინფორმაციით, დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მანამდე, ხარკოვის რეგიონს ვოლოდიმირ ზელენსკი სტუმრობდა. უკრაინული მედიის ცნობით, წარმატებით ხორციელდება უკრაინის კონტრშეტევა ხერსონის მიმართულებით. ქვეყნის არმიამ ერთი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა, რომელიც ხერსონიდან 25 კილომეტრში მდებარეობს. სამხრეთში უკრაინის ჯარმა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი და 11 ტანკი გაანადგურა. განახლებული მონაცემებით, რუსებმა „კინჟალის“ და „ისკანდერის“ ტიპის აერობალისტიკური რაკეტები გამოიყენეს. დაბომბვის შედეგად დაზიანდა ჰიდროტექნიკური ობიექტი და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.