გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინულმა ჯარმა ჩერნიგოვის და ზაპოროჟიეს ოლქებში რუსეთის საოკუპაციო ძალებისგან რამდენიმე სოფელი გაათავისუფლეს. მედიის ცნობით, რუსმა სამხედროებმა რამდენიმე დასახლებულ პუნქტში ფოსფორის ჭურვები გამოიყენეს. ოკუპირებულ ყირიმში კი, რუსულ სამხედრო ხომალდებს ფრთოსანი რაკეტებით აიარაღებენ, რაც შესაძლოა, ოდესის წინააღმდეგ იყოს გამოყენებული. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინის არმიის სამხედროებმა ორი რუსი გენერალი მოკლეს, ორი დაჭრეს. ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ძალებს დონეცკისა და ხარკოვის მიმართულებით აგზავნიან. დაძაბულია ვითარება ბუჩის რაიონში. საბრძოლო მოქმედებები გრძელდება ქალაქ ირპენშიც, . პენტაგონი იუწყება რომ საოკუპაციო ძალებმა დაიწყეს ჩერნობილის ბირთვული ელექტროსადგურის დატოვება და ბელარუსის ტერიტორიისკენ მიემართებიან. რუსი სამხედროები განაგრძობენ ხარკოვის ბლოკირებას და საარტილერიო თავდასხმებს. ალაში რჩება ქალაქი მარიუპოლი, სადაც მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები. არსებული ცნობით დღეს მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია უნდა განხორციელდეს.