საომარი მოქმედებები უკრაინაში

რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ზაპოროჟიე და ოდესა დაბომბეს – მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. უკრაინის არმიის გენშტაბი იუწყება, რომ საოკუპაციო ჯარების ცოცხალი ძალის დანაკარგები 13 800-ს აღწევს.

უკრაინის ქალაქების დაბომბვა კი უწყვეტად გრძელდება. ჭურვის ნამსხვრევების დაცემის შედეგად, 12-სართულიანი კორპუსი დაინგრა კიევში, შევჩენკოვსკის რაიონში, ახლოს მდებარე ცხრასართულიანი სახლი კი დაზიანდა. დაშავდა ორი ადამიანი, დანარჩენი კი ევაკუირებულია. უკრაინული მედიის ინფორმაცით, რუსული ხომალდიდან კიდევ ერთხელ დაიბომბა ქალაქი მარიუპოლი. საჰაერო იერიშის შედეგად, ხარკოვში ორი ადამიანი დაღუპა.