საომარი მოქმედებები უკრაინაში - 145-ე დღე

ომის 145-ე დღე უკრაინაში – ქვეყნის მასშტაბით საჰაერო იერიშები გრძელდება. საოკუპაციო ძალების მიერ ხარკოვის რეგიონის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა. რუსეთის არმიის ნაწილებმა არტილერიით დაბომბეს სუმის ოლქის სამი დასახლებული პუნქტი.

უკრაინული მედიის ცნობით, ოკუპანტებმა ბახმუტის რაიონზე მიიტანეს იერიში. ჭურვების აფეთქების შედეგად, სამი არასრულწლოვანი დაშავდა. რუსმა სამხედროებმა ქალაქ ნიკოპოლზე განახორციელეს საარტილერიო შეტევა. აფეთქებების ხმა ისმოდა რუსების მიერ ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლშიც, სადაც რუსები ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავენ.

უკრაინის არმიამ ლუგანსკის რეგიონში განთავსებული რუსეთის არმიის საწყობი და სამეთაურო პუნქტი დაბომბა. რუსეთის სამხედრო ბაზა უკრაინის არმიამ ხერსონის ოლქშიც გაანადგურა.