საომარი მოქმედებები უკრაინაში

მარიუპოლი 24 საათში ოკუპანტებმა 22-ჯერ დაბომბეს, ომის დაწყებიდან კი ქალაქში 100-მდე ბომბი ჩამოაგდეს, რასაც 2 187 მოქალაქე ემსხვერპლა – ამის შესახებ საქალაქო საბჭო იუწყება. საკრებულოში აღნიშნავენ, რომ დამპყრობლები ცინიკურად და მიზანმიმართულად უტევენ საცხოვრებელ შენობებს, ხალხმრავალ ადგილებს, ანგრევენ ბავშვთა საავადმყოფოებს და მთლიანად ანადგურებენ ქალაქის ინფრასტრუქტურას. „სწორედ ციდან ემუქრება უდიდესი საფრთხე მარიუპოლის 400 000 მცხოვრებს, რომლებიც ახლა ქალაქში არიან ბლოკირებული. ამიტომ, ნატო-ს მხრიდან უკრაინის თავზე ცის დახურვა ან საჰაერო თავდაცვის აუცილებელი სისტემებით უზრუნველყოფა, არის გამოსავალი, რომელსაც შეუძლია, ასობით ათასი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მთელ უკრაინაში“, – აღნიშნავენ მარიუპოლის საქალაქო საბჭოში.