საომარი მოქმედებები უკრაინაში - 124- დღე

უკრაინაზე საჰაერო იერიშები გრძელდება – დღეს ომის 124 დღეა. დაიბომბა ბახმუტისა და სლავიანსკის მიმართულებები. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს მოწინააღმდეგეს პავლოვკის დასახლების მიმდებარედ. ამ ინფორმაციას უკრაინის არმიის გენშტაბი ავრცელებს.

ოკუპანტებმა ლისიჩანსკის სამხრეთიდან ბლოკირება სცადეს და სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურა დაბომბეს. ინტენსიური ავიაიერიშების პარალელურად, რუსეთის ძალებმა ლისიჩანსკთან საარტილერიო დანაყოფი გააძლიერეს. უკრაინის ხელისუფლების მტკიცებით, სლავიანსკისა და ლისიჩანსკის დაკავება რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ტანკებით, არტილერიითა და სამხედრო ავიაციით ისევ დაბომბეს ხარკოვის რეგიონის რამდენიმე დასახლებული პუნქტი. ვრცელდება ცნობები, რომ უკრაინის არმიის ჯარისკაცებმა ოდესის ოლქის ცაში ორი რუსული საზენიტო რაკეტა „ონიქსი“ გაანეიტრალეს. უკრაინის არმიის გენშტაბში აცხადებენ, რომ 26 ივნისის მონაცემებით, რუსეთის დანაკარგები 34 850 ადამიანს აღწევს.

დატოვე კომენტარი