საომარი მოქმედებები ისრაელსა და ირანს შორის

12:30, 23.06.2025

საჰაერო იერიშები ირანსა და ისრაელს შორის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ირანის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის ინფორმაციით, აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, ხოლო ისრაელის ცალკეული შეტევების შედეგად სამი მაშველი დაიღუპა. ირანში აცხადებენ, რომ თეირანის ლეგიტიმური უფლებაა, დაიცვას თავი აგრესიისგან და ქვეყნის „ბირთვული ცოდნა“ განადგურებას არ ექვემდებარება. ამასთან ერთად, ირანის პარლამენტმა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ორმუზის სრუტის დახურვას მხარი დაუჭირა. ირანული მედიის ინფორმაციით, პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილება ირანის უზენაესმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ უნდა მიიღოს.

გავრცელებული ინფორმაციით, ირანში ისრაელის დარტყმების შედეგად 430 ადამიანია დაღუპული, ხოლო ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, ირანის დარტყმების შედეგად დაღუპულია 24 ადამიანი. ისრაელში აცხადებენ, რომ მზად არიან გააგრძელონ შეტევა იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, მიზნების მიღწევასთან ძალიან ახლოს არიან.

მსგავსი