საომარი მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში

12:05, 04.03.2026

ახლო აღმოსავლეთში ვითარება რთულია – ღამით ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი თავდასხმების ახალი ტალღა დაიწყო. სამიზნე თავდაცვის სისტემები და რაკეტების გაშვების ადგილებია. ირანში მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში, აშშ-მა 2 ათას სამიზნეს დაარტყა და 17 ირანული გემი გაანადგურა. გავრცელებული ინფორმაციით, ირანში 1 097 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 181 ბავშვია. ამასთან, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ირანმა საპასუხოდ, სხვადასხვა მიმართულებით 500-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა და 2 000-ზე მეტი დრონი გაუშვა.

ირანში აცხადებენ, რომ აშშ-სა და ისრაელს მკაცრად დასჯიან. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აიათოლა ალი ხამენეის შვილი, მოჯტაბა ხამენეი ირანის ახალ უზენაეს ლიდერად აირჩიეს, თუმცა, ირანში ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ. პარალელურად, ისრაელის მიერ ლიბანზე განხორციელებული დარტყმების შედეგად 50 ადამიანია დაღუპული, დაშავებულთა რიცხვი კი 335-ს აჭარბებს. მათ შორის, დღეს დილით ბეირუთის სამხრეთით განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად, დაიღუპა 6 და დაშავდა 8.

მსგავსი