ახლო აღმოსავლეთში ვითარება ისევ რთულია – ღაზის სექტორში ინდონეზიის საავადმყოფოსთან ისრაელის თავდასხმებს 12 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის არიან ექიმები და პაციენტები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ საავადმყოფოს ტერიტორიის ირგვლივ ისრაელის ტანკებია განთავსებული.
ღაზის ერთ-ერთი უდიდესი საავადმყოფოს თანამშრომლებმა დახმარებისთვის გაერო-სა და წითელ ჯვარს მიმართეს. ისრაელი ღაზის მიმართულებით საჰაერო თავდასხმებს აძლიერებს. დამტკიცდა ღაზის სექტორში სახმელეთო შეტევის გაგრძელების გეგმაც. ისრაელის შეიარაღებული ძალები მოქმედებენ ღაზას ჩრდილოეთით, ხოლო ომის მომავალი ეტაპი ღაზას სამხრეთით წარიმართება.