საომარი მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში

ახლო აღმოსავლეთში საომარი ვითარება გრძელდება – ისრაელი ღაზის მიმართულებით საჰაერო თავდასხმებს აძლიერებს. დამტკიცდა ღაზის სექტორში სახმელეთო შეტევის გაგრძელების გეგმაც.

ისრაელის შეიარაღებული ძალები მოქმედებენ ღაზას ჩრდილოეთით, ხოლო ომის მომავალი ეტაპი ღაზას სამხრეთით წარიმართება. „ჰამასის“ ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ ღაზაში მსხვერპლის რაოდენობა 13 000-ს აჭარბებს, მათ შორის 5 500-ზე მეტი ბავშვია. ამასთან, მიმდინარეობს მოლაპარაკებები „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების გასათავისუფლებლად. დღეს ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ მძევლების ოჯახებთან შეხვედრას გეგმავს.