სანქციების მე-6 პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-6 პაკეტი მიმართული იქნება ნავთობის და ბანკების წინააღმდეგ – ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გერმანულ გამოცემას განუცხადა. „ჩვენ განვიხილავთ საბანკო სექტორს, განსაკუთრებით შბერბანკ-ს, რომელიც რუსეთის საბანკო სექტორის 37%-ს შეადგენს და რა თქმა უნდა არის ენერგეტიკული საკითხებიც“ – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ევროკავშირი მუშაობს „ჭკვიან მექანიზმებზე“, რათა მომავალი სანქციები ნავთობზეც გავრცელდეს. ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ მათი უმთავრესი პრიორიტეტი პუტინის შემოსავლების შემცირებაა.