სანქციები რუსეთს

რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ქართულ ეკონომიკაზე მასშტაბურ სანქციებს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედდა, – სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ მკაცრი შეზღუდვები საქართველოზეც აისახება. მათივე განმარტებით, რუსეთიდან ჩვენს ქვეყანაში მთელი რიგი პროდუქტები შემოდიოდა. სწორედ ამის გათვალისწინებით და პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ხელისუფლებამ ალტერნატიული გზები უნდა იპოვოს.