სანქციები და ოპოზიციის ინიციატივები

უკრაინიდან მრავალპარტიული საპარლამენტო დელეგაციის დაბრუნების შემდეგ სანქციების თემა კიდევ ერთხელ აქტიურდება.

მმართველი გუნდის გზავნილი, რომ ქვეყანას რუსეთის წინააღმდეგ დამაზიანებელი ეფექტის მქონე სანქციების დაწესების რესურსი არ აქვს, ოპოზიციის ნაწილისთვის მიუღებელია. სანქცირებული პროდუქციის კონტროლის გასამკაცრებლად ცალკეული საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები საკანონმდებლო ინიციატივებზე იწყებენ მუშაობას. კანონპროექტს ამზადებს „ნაციონალური მოძრაობაც“, რომელიც რუსული კომპანიებისთვის სანქციების ამოქმედებას, ასევე პერსონალური სანქციების დაწესებას მოითხოვს. ოპონენტების მოწოდებები გაუგებარია მმართველი პარტიისთვის. „ქართული ოცნება“ ოპოზიციას საბაჟო კანონმდებლობას და იმ საერთაშორისო შეთანხმებებს ახსენებს, რომლებიც სანქცირებული ტვირთების კონტროლს ეხება.