ქართველი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, მადრიდში სენიორებს შორის გამართული მსოფლიო თასის გამარჯვებულია – ქართველმა ფინალში თურქი მეტოქე 15:8 დაამარცხა. ბაზაძემ შეჯიბრებაში იტალიელ, რუმინელ და ჩინელ მეტოქეებს სძლია და სამი მოგებული ბრძოლის შემდეგ, მეოთხედფინალში გავიდა, სადაც რეიტინგის მეორე ნომერი, ფრანგი პატრის სებასტიანი 15:9 დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში კორეელ სპორტსმენს 15:13 აჯობა.