სამუშაო შეხვედრები რეგიონებში
შინაგან საქმეთა მინისტრმა კახეთის რეგიონში სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. ვიზიტის ფარგლებში, სულხან თამაზაშვილი კახეთის პოლიციის დეპარტამენტს ეწვია, სადაც ხელმძღვანელ პირებს შეხვდა და მათგან სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. მინისტრი სხვა სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია, სადაც თანამშრომლების სამუშაო გარემო, ტექნიკური საშუალებები და აღჭურვილობა დაათვალიერა.