სამუშაო შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროში

15:25, 19.11.2022

ვახტანგ გომელაურმა თბილისისა და რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი ჩაატარა. შინაგან საქმეთა მინისტრმა დანაშაულთან ბრძოლისა და პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გატარებულ და მიმდინარე რეფორმებზე და საზოგადოების უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს გარკვეული ტიპის დანაშაულის რაოდენობის კლება დაფიქსირდა, გახსნის მაჩვენებელმა კი მოიმატა.

მსგავსი