შს მინისტრის სამუშაო შეხვედრა რეგიონში

12:14, 10.07.2026

შს მინისტრმა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა. განიხილეს პრიორიტეტული მიმართულებები და რეგიონში სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის პრევენციის მიზნით გატარებული საპოლიციო ღონისძიებები. მინისტრმა აღნიშნა, რომ სამართალდამცველებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. სულხან თამაზაშვილმა, მოადგილეებთან ერთად, რეგიონში სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფებიც მოინახულა. გაეცნო თანამშრომლების სამუშაო სივრცეებს, ტექნიკასა და აღჭურვილობას. მოისმინა ინფორმაცია არსებული საჭიროებების შესახებ.

 

მსგავსი