სამუშაო შეხვედრა ფემიციდზე

ფემიციდის ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გამართა. საუბრისას აღინიშნა, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში, არაერთხელ გამკაცრდა კანონი და ახლა გენდერული მოტივით ჩადენილი დანაშაული დამამძიმებელ გარემოებად ითვლება.

ასევე, დამკვიდრდა მოძალადეთა მონიტორინგის, რისკების შეფასებისა და შემაკავებელი ორდერის აღსრულების მონიტორინგის სისტემები, მიმდინარეობს გამომძიებელთა მუდმივი გადამზადება, თუმცა, პრობლემები მაინც არსებობს.

გიორგი გახარიას განცხადებით, ბოლო ორ თვეში ოჯახის წევრის მიერ მოკლულია რვა ქალი, შესაბამისად, ეს არის პრობლემა, რომელსაც კომპლექსური მიდგომა სჭირდება. მთავრობის მეთაურის დავალებით, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბური კამპანია დაიწყება, რომელშიც სახელმწიფო უწყებები ჩაერთვებიან.