შინაგან საქმეთა მინისტრი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოებს ეწვია. სულხან თამაზაშვილი დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს, ასევე, თანამშრომლებს გაესაუბრა და დანაყოფის აღჭურვილობა დაათვალიერა. მინისტრმა თანამშრომლებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
შინაგან საქმეთა მინისტრი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მონაწილეობით გამართულ საჩვენებელ ტაქტიკურ წვრთნებს დაესწრო.