შინაგან საქმეთა მინისტრმა მესტიის პოლიციის რაიონულ სამმართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. გეკა გელაძემ დეპარტამენტის თანამშრომლებისგან დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. საუბარი ასევე, შეეხო სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებს. ამასთან, მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, ირაკლი ხუბულავა წარუდგინა.