სამუშაო შეხვედრა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსთან, მის მოადგილეებთან და დეპარტამენტების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე გეკა გელაძეს სამსახურის საქმიანობის, კერძოდ, სახანძრო-სამაშველო ძალების, ზედამხედველობის, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და სხვა დეპარტამენტების მუშაობის შესახებ, სრული ინფორმაცია წარედგინა.
საუბარი ასევე შეეხო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებს. გელაძემ შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა.