შინაგან საქმეთა მინისტრმა ქვემო ქართლის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა. ესაუბრა პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს. საუბარი შეეხო რეგიონში დანაშაულთან ბრძოლის, ასევე, საპოლიციო პრევენციული ღონისძიებებისა და საგზაო მოძრაობის მიმართულებით არსებულ ვითარებას.
მინისტრმა მოინახულა დაცვის პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის – 112-ის სამუშაო სივრცეები, ტექნიკა და აღჭურვილობა.