სამუშაო შეხვედრა

15:31, 16.06.2025

შინაგან საქმეთა მინისტრმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა. ისაუბრეს დანაშაულთან ბრძოლის, ასევე, საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ. უწყების ხელმძღვანელმა ინფორმაცია მიიღო და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით შესაბამისი დავალებები გასცა. მინისტრმა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, ვაჟა სირაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

მსგავსი