სამუშაო შეხვედრა

 იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ბათუმის იუსტიციის სახლში სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც მიმდინარე პროექტები, სამომავლო გეგმები და არსებული გამოწვევები განიხილეს. იუსტიციის მინისტრმა და მინისტრის მოადგილემ ბათუმსა და ქობულეთში მდებარე იუსტიციის სახლების ფილიალებიც მოინახულეს და ადგილზე გაეცნენ თანამშრომელთა სამუშაო პირობებს.