სამშვიდობო ზავის პირობები - მოლაპარაკებები ფლორიდაში 

ტრამპის სამშვიდობო გეგმაზე შეთანხმების მისაღწევად დიპლომატიური ძალისხმევა კიდევ უფრო აქტიურდება.

ფლორიდაში ამერიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის და რუსეთის დელეგაციებს შეხვდა. მაიამიში შემუშავებული წინადადებები ახლა რუსეთის პრეზიდენტს უნდა გააცნონ. მოსკოვს პესიმისტური მოლოდინი აქვს, გასხვავებით აშშ-სგან. კონსულტაციების რამდენიმე რაუნდის შემდეგ ოფიციალური ვაშინგტონი პროცესში პროგრესის არსებობაზე მიუთითებს. აშშ-ის პრეზიდენტი მთავარ სადავო საკითხად ტერიტორიების თემას ასახელებს – რუსეთს დონეცკის ოლქზე სრული კონტროლის მოპოვება სურს, რასაც უკრაინა არ თანხმდება. მოლაპარაკებების საგანია უსაფრთხოების გარანტიები, ასევე ბირთვულ ობიექტზე კონტროლი. მხარეები ომის დასრულების შემდეგ უკრაინის აღდგენის და რეკონსტრუქციის საკითხზეც მსჯელობენ.

არის თუ არა გარღვევა და წინსვლა ფლორიდის შეხვედრების შემდეგ და როგორ ესახებათ მხარეებს 20-პუნქტამდე შემცირებული გეგმისა და ოთხ ნაწილად დაყოფილი დოკუმენტის გარშემო კონსენსუსის მიღწევა – სალომე თორაძე დეტალებით.