სამშვიდობო ზავის პერსპექტივა – კონსულტაციები აშშ-სა და რუსეთს შორის

21:42, 21.10.2026

ჩნდება თუ არა რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების პერსპექტივა – უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად ვაშინგტონი დიპლომატიურ ძალისხმევას ააქტიურებს. დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომდგენელი ახალი სამშვიდობო წინადადებით, ჯერ უკრაინის პრეზიდენტს, შემდეგ კი რუსეთის ლიდერს შეხვდა. სტივ უიტკოფთან გამართული მოლაპარაკების შემდეგ კიევსა და მოსკოვში პოზიტიური განცხადებები კეთდება. დაპირისპირებული მხარეები ამერიკის ჩართულობით სამმხრივი მოლაპარაკებების განახლებაზე მზადყოფნას გამოთქვამენ. შეხვედრის სავარაუდო ადგილად ისევ აბუ დაბი განიხილება. დასრულდება თუ არა ხელშესახები შედეგით ვაშინგტონის მორიგი მცდელობა. ეს სავარაუდოდ უახლოეს მომავალში გაირკვევა, სამმხრივი მოლაპარაკებების დაწყებამდე მხარეები შტატების მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო წინადადებებს დაამუშავებენ. უკრაინის პრეზიდენტმა უკვე დაასახელა კონკრეტული პირობები, რომლის შესრულების შემთხვევაშიც ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება.

მსგავსი