სამშვიდობო შეთანხმება
ცეცხლის 60 დღით შეწყვეტის შემთხვევაში, ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის, აშშ-ის სამშვიდობო გეგმა რეფერენდუმზე გაიტანოს. ეს იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუკი რამდენიმე საათში ტრამპთან შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტი ომის შეწყვეტის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულების შეთანხმებას შეძლებს.
ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ტერიტორიების შესაძლო დათმობის საკითხზე უკრაინელი ხალხის ნებართვა დასჭირდება. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი უახლოეს პერიოდში რუსეთის პრეზიდენტთან საუბარს არ გამორიცხავს.
დიპლომატიური მცდელობების პარალელურად, უკრაინაში ომი გრძელდება, კიევზე განხორციელებული შეტევის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა 30-ზე მეტი ადამიანი.