უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება, 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები კი აქტიურ ფაზაში შედის. ამერიკის შეერთებული შტატების შეთავაზებას უკრაინის შემდეგ, დონალდ ტრამპის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინიც დათანხმდება.
პარალელურად კი, შეერთებულ შტატებში ვრცელდება კვლევები, რომელიც აჩვენებს, რომ ამერიკელების უმრავლესობა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხში პრეზიდენტ ტრამპის მიდგომას არ ეთანხმება.
უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე დღეს ევროპელმა ლიდერებმაც იმსჯელეს. პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების მხარდასაჭერად, ქვეყნები პრაქტიკული სამუშაოების დაჩქარებაზე შეთანხმდნენ. ამ თემაზე უახლოეს დღეებში ევროპელი სამხედრო მაღალჩინოსნები ლონდონში შეიკრიბებიან.
თიკა მიგინეიშვილი დეტალებით.