სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი ეტაპი
უკრაინის დელეგაციამ ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან შეერთებულ შტატებში შეხვედრები დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ავრცელებს. რუსტემ უმეროვის თქმით, მოლაპარაკებების შედეგების შესახებ ვოლოდიმერ ზელენსკი უკვე ინფორმირებულია. მან ასევ აღნიშნა, რომ ამერიკელ პარტნიორებთან შემდეგ ნაბიჯებსა და მუშაობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
ცნობისთვის, უმეროვი ამერიკელ პარტიორებთან მოლაპარაკებებისთვის შტატებში უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, ანდრეი გნატოვთან ერთად ჩავიდა. დღეს და ხვალ კი მაიამიში დონალდ ტრამპის წარმომადგენელ სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს ვლადიმერ პუტინის წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევიც შეხვდება.