სამშვიდობო გეგმის უკრაინული ვერსია 

21:44, 24.12.2025

ამერიკელ პარტნიორებთან შეთანხმებით უკრაინამ ახალი 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა წარმოადგინა. ვაშინგტონის მიერ თავდაპირველად წარდგენილი 28-პუნქტიანი გეგმა შეიცვალა, თუმცა უცვლელად რჩება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საჭიროება. კოორდინირებული სამხედრო რეაგირება და ყველა სანქციის აღდგენა – გეგმაში გაწერილია, რას გულისხმობს ამერიკის და ევროპის ქვეყნების მიერ უკრაინისთვის მიცემული უსაფრთხოების გარანტიები. ახალი პროექტის მიხედვით, რუსეთმა ყველა საჭირო კანონსა და დოკუმენტში თავდაუსხმელობის პოლიტიკა უნდა გაითვალისწინოს, უკრაინაში კი არჩევნები შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩატარდეს. დოკუმენტი ძირითადი დებულებები უკრაინის უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას და საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ ეკონომიკურ განვითარებას ეხება. ახალი გეგმის დეტალებს აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები რუსეთს, სავარაუდოდ, დღეს გააცნობენ და მოსკოვის პასუხებსაც მოისმენენ.

მსგავსი