სამშვიდობო გეგმა – მოლაპარაკებები ჟენევაში
რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესაძლებლობა. მოეწერება თუ არა ხელი ახალ სამშვიდობო გეგმას. ამერიკისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გამართული ორი შეხვედრის შედეგად მოლაპარაკებებში პროგრესი მიღწეულია – მხარეები გარკვეულ დეტალებზე შეთანხმდნენ და განახლებული სამშვიდობო ჩარჩო შეიმუშავეს. ჟენევაში გამართული შეხვედრის შემდეგ, ამერიკისა და უკრაინის მიერ გავრცელებული ერთობლივი განცხადებიდან ირკვევა, რომ ორივე მხარე თანხმდება, რომ კონსულტაციები პროდუქტიული იყო, საბოლოო სიტყვა კი ორი ქვეყნის პრეზიდენტებზეა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ „დოკუმენტი“ ცოცხალია, ვითარდება და იცვლება. მარკო რუბიოს განცხადებით, თუ უკრაინულ მხარესთან საბოლოო შეთანხმება მიიღწევა, ეს რუსულ მხარესაც უნდა მიეწოდოს, რადგან, მისივე თქმით, ხმის მიცემის უფლება რუსეთსაც აქვს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა კი თქვა, რომ მხარეები სამართლიან და მდგრად მშვიდობას უახლოვდებიან, რისთვისაც ვაშინგტონს მადლობას კიდევ ერთხელ უხდის.