სამშვიდობო გეგმა და მოლაპარაკების შედეგები
„შეიძლება რაღაც მოხდეს“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი, რომელმაც ძალიან კარგი უწოდა აბუ-დაბიში უკრაინაში სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით გამართულ მოლაპარაკებებს. ის რაც უკვე მოხდა, არის შეთანხმება – უკრაინამ და რუსეთმა გაცვალონ 314 ტყვე. მედია იმაზეც წერს, რომ აბუ-დაბიში აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლებმა სამშვიდობო შეთანხმების მარტში მიღწევისა და უკრაინაში არჩევნების ჩატარების შესაძლებლობაც განიხილეს.
მოლაპარაკებების პარალელურად კი ომი კვლავ გრძელდება – უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ღამით რუსეთმა ენერგეტიკულ ობიექტებზე მასშტაბური იერიში მიიტანა და „უკრაინის ელექტროქსელის ხერხემალი“ დააზიანა, პოლონეთმა კი ძლიერი თავდასხმების გამო, ორი აეროპორტი დროებით დახურა.